დამრიგებლის მიერ მე-7 კლასთან ჩასატარებელი კლასის
საათის თემატიკა 2022-2023 სასწავლო
წელი
მე-7 კლასი: მარია გელაშვილი
საბა გელაშვილი
ნათელა გელაშვილი
ლაშა კაპანაძე
დამრიგებელი: მარეხ მარგველაშვილი
თვე |
სასაუბრო თემა |
მიზანი |
16 სექტემბერი |
დღის რეჟიმი,
მისი ორგანიზება / რამდენად ხშირად
ვამბობთ ფრაზას - „დრო არ მაქვს“ / რა საქმიანობაა ისეთი, რისთვისაც დრო არ გვრჩება?
/ |
მოსწავლის მიერ დღის რეჟიმის შედგენა და
დარწმუნება, რომ თუ დროს სწორად გადავანაწლებთ - დროის არქონის შეგრძნება არ
დაგვეუფლება და ყველაფერს მოვასწრებთ. |
18 ოქტომბერი |
პატივისცემა
/ სიტყვა
პატივისცემის მნიშვნელობა. რა არის საჭირო იმისთვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ?
რატომ უნდა ვცეთ პატივი სხვის აზრს? |
მოსწავლეთა დარწმუნება იმაში, რომ თუ
ადამიანი საკუთარ თავს არ აფასებს, ის კარგავს სხვების პატივისცემას. და, რომ
საჭიროა ჯერ საკუთარი თავის დაფასება და პატივისცემა, რათა შემდეგ სხვები
დავაფასოთ. |
7 ნოემბერი |
იუმორი ჩვენს ცხოვრებაში / რას ნიშნავს იუმორი? გვეხმარება თუ არა იუმორის
გრძნობა? შესაძლებელია თუ არა, რომ იუმორი ვინმესთვის საწყენი აღმოჩნდეს? |
სიტუაციური ამოცანის გაცნობა და დისკუსია, იმის შესახებ, თუ რას უნდა
მივაქციოთ ყურადღება ხუმრობისას, რომ სხვას ზაიანი არ მოვუტანოთ ან კონფლიქტი
არა გამოვიწვიოთ |
12 დეკემბერი |
მოთმენა /
ნებისყოფა / რას ნიშნავს მოთმინება? რაში ეხმარება ადამიანს მოთმინების
უნარი? |
მსჯელობა და მოსწავლეების დარწმუნება
იმაში, რომ მოთმინება ყველაზე დიდი უნარია. „ვერავინ იქნება ბრძენი, თუ არ
იქნება მოთმთმენი“. |
23 იანვარი |
უცენზურო ლექსიკა / რას გრძნობთ როდესაც გესმით მსგავსი სიტყვები?
რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ადამიანებმა არ გამოიყენონ მსგავსი უცენზურო
სიტყვები? |
მოსწავლეთა დარწმუნება, რომ უცენზურო
ლექსიკის გამოყენება არ შეიძლება და თუ რომელიმე ბავშვი იტყვის მსგავს სიტყვებს,
მშიდად, მეგობრულად აუხსნან, რომ არ შეიძლება. |
20 თებერვალი |
მარტოობა / რას ნიშნავს მარტოობა? განიცდიან თუ არა
მარტოობას? ან რა სიტუაციაში განიცდიან მარტოობას? არის თუ არის რაიმე პოზიტიური
მარტოობაში? |
სიტუაციური ამოცანის გაცნობა და მსჯელობა, იმის შესახებ, მარტოობა არაა
კარგი, უმეტესად დამთრგუნველია, თუმცა ზოგჯერ აუცილებელი, რადგან გვეხმარება საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში,
თვითგანვითარებასა და სამომავლო გეგმების დასახვაში, რომ ნებისმიერი შემოქმედებით
ნაშრომი მარტო ყოფნის დროს იქმნება. |
16 მარტი |
სიმორცხვე / ახასიათებს თუ არა ყველა ადამიანს სიმორცხვე?
ვისი თანდასწრებით ან რა სიტუაციაში განიცდიან სიმორცვეს? რა უნდა გავაკეთოთ
სიმორცხვის დასაძლევად? |
სადისკუსიო თემა, მსჯელობა და რჩევები. მეგობრებს შეუძლიათ ყოველთვის ერთმანეთის
დახმარება, რომ დაეხმარონ ერთმანეთს
სიმორცვის დაძლევაში, მაგრამ სიმორცხვე არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას თავი
ავარიდოთ. |
17 აპრილი |
უკვე დიდი ვარ / თუ რაში ვლინდება „დიდობა“? რა უფლებები
გააჩნდათ და რა უბლებები აქვთ ახლა
ოდნავ მოზრდილ ასაკში, ან რა უბლებები ექნებათ კიდევ რომ გაიზრდებიან? რა
ასაკიდან ითვლება ადამიანი უკვე „დიდად“, სრულწლოვნად? და რა უფლებას ანიჭებს
ადამიანს სრულწლოვანება? |
სქემის შევსება ინდივიდუალურად ან
ჯგუფურად, იმის გასაანალიზებლად, რომ უკვე „დიდი“, სრულწოვანი ადამიანები
ფიზიკურად, ცოდნით, გამოცდილებით განსხვავდებიან პატარებისაგან, რომ მათ მეტი
ვალდებულებები გააჩნიათ. იყო „დიდი“ - ნიშნავს გქონდეს ვალდებულებიბი და იყო
პასუხისმგებელი საკუთარ ქცევაზე, დროის ორგანიზებაზე და სხვა. და, რომ პასუხისმგებლობისა და ვალდებულების
გრძნობა გვანიჭებს ზრდასრულის სტატუს და არა უფროსის გარეგნობის ან ქმედებების
მიბაძვა. |
30 მაისი |
სასწავლო წლის შეჯამება |
განვლილი წლის შეჯამება და ყველა იმ
მასალის გამეორება და რაც კი კლასის საათის განმავლობაში იქნა განხილული. |
No comments:
Post a Comment