დამრიგებლის მიერ მე-7 კლასთან ჩატარებული კლასის
საათის თემატიკის ანგარიში 2022-2023
სასწავლო წელი
16.09.2022 წ.
მე-7 კლასი: მარია გელაშვილი
საბა გელაშვილი
ნათელა გელაშვილი
ლაშა კაპანაძე
დამრიგებელი: მარეხ მარგველაშვილი
1.
დღის რეჟიმი, მისი ორგანიზება
16 სექტემბერს ჩატარდა კლასის საათი თემაზე „დღის რეჟიმი, მისი
ორგანიზება“. დაისვა შემდეგი შეკითხვები: რამდენად ხშირად
ვამბობთ ფრაზას - „დრო არ მაქვს“? რა საქმიანობაა
ისეთი, რისთვისაც დრო არ გვრჩება?
თემის მიზანი იყო მოსწავლის მიერ დღის რეჟიმის შედგენა და
დარწმუნება, რომ თუ დროს სწორად გადავანაწლებთ - დროის არქონის შეგრძნება არ
დაგვეუფლება და ყველაფერს მოვასწრებთ. მოსწავლეებმა იმსჯელეს თუ რა იყო საჭირო დრო
რომ ემართათ. აიღეს ფურცლები და ჩამოწერეს თუ რაში რამდენ დროს ხარჯავდნენ.
დაახლოვებით რა დრო სჭირდებოდათ თითო გაკვეთილის მომზადებისთვის, ასევე
დასვენებისა და გართობისთვის.
შედეგი: ბავშვები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თუ დროს
სწორად გადაანაწილებენ, არ დარჩებოდათ დროის არ ქონის შეგრძნება.
18.10.2022 წ.
მე-7 კლასი: მარია გელაშვილი
საბა გელაშვილი
ნათელა გელაშვილი
ლაშა კაპანაძე
დამრიგებელი: მარეხ მარგველაშვილი
2.
პატივისცემა
18 ოქტომბერს ჩატარდა კლასის საათი თემაზე “პატივისცემა”. დაისვა შეკითხვები: თუ რა არის სიტყვა პატივისცემის მნიშვნელობა? რა არის საჭირო
იმისთვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ? რატომ უნდა ვცეთ პატივი სხვის აზრს? ან
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სხვებმა გვცენ პატივი?
თემის მიაზანი იყო მოსწავლეთა დარწმუნება იმაში, რომ თუ ადამიანი
საკუთარ თავს არ აფასებს, ის კარგავს სხვების პატივისცემას. და, რომ საჭიროა ჯერ
საკუთარი თავის დაფასება და პატივისცემა, რათა შემდეგ სხვები დავაფასოთ.
მოსწავლეებმა ერთმანეთს შორის კითხვა პასუხის რეჟიმთ იმსჯელეს თუ როგორი სახით
სცემდნენ ერთმანეთსა და სხვებს პატივს, რაში გამოიხატებოდა ეს პატივისცემა. მოიყვანეს სხვადასხვა სიტუაციები.
შედეგი: შემდეგი კი მივინენ იმ დასკვნამდე, ჯერ თავად უნდა
გქონდეს საკუთარი თავის დაფასება და პატივისცემა,
რომ შემდეგ სხვებმა გადაფასონ და
პატივი გცენ. ამისთვის კი საჭიროა საკუთარი ქცევის კონტროლი.
7.11.2022 წ.
მე-7 კლასი: მარია გელაშვილი
საბა გელაშვილი
ნათელა გელაშვილი
ლაშა კაპანაძე
დამრიგებელი: მარეხ მარგველაშვილი
3.
იუმორი ჩვენს ცხოვრებაში
7
ნოემბერს
ჩატარდა კლასის საათი თემაზე „იუმორი
ჩვენს ცხოვრებაში“. დაისვა
შეკითხვები: რას ნიშნავს იუმორი?
გვეხმარება თუ არა იუმორის გრძნობა? შესაძლებელია თუ არა, რომ იუმორი ვინმესთვის
საწყენი აღმოჩნდეს?
თემის მიზანი იყო რას უნდა მივაქციოთ
ყურადღება ხუმრობისას, რომ სხვას ზაიანი არ მოვუტანოთ ან კონფლიქტი არა
გამოვიწვიოთ. ბავშვები გაეცნენ სიტუაციურ ამოცანას და შემდეგ გაიმართა დისკუსია. რა უნდა გავითვალისწინოთ
ღონისძიების ორგანიზების ან პირდაპირი საუბრისას, რომ იუმორი არავისთვის აღმოჩნდეს
შეურაცმყოფელი.
შედეგი: დისკუსის შეჯამებისას
მოსწავლეები მივდნენ იმ დასკვნამდე, რომ შესაძლებელია არა ჯანსაღმა იუმორმა გამოიწვიოს
კონფლიქტი, დაძაბულობა და რაიმე ტრამვების განახლება, მაგრამ არსებობს იუმორის რაღაც
დოზა, რომელმაც შესაძლებელია შექმნილი უხერხული სიტუაციებიდან გამოგვიყვანოს ან შექმნილი
კონფლიქტური სიტუაცია განმუხტოს. და, რომ ხუმრობა არ შეიძლება ადამიანის გადატანილ
ტრამვებზე, გარეგნობაზე ან რეალურად რისი კეთებაც არ შეუძლია.
12.12.2022 წ.
მე-7 კლასი: მარია გელაშვილი
საბა გელაშვილი
ნათელა გელაშვილი
ლაშა კაპანაძე
დამრიგებელი: მარეხ მარგველაშვილი
4.
მოთმენა /
ნებისყოფა
12 დეკემბერს ჩატარდა
კლასის საათი თემაზე „მოთმენა / ნებისყოფა“. დაისვა შეკითხვები: რას ნიშნავს მოთმინება? რაში ეხმარება ადამიანს
მოთმინების უნარი?
თემის მიზანი იყო მოსწავლეების დარწმუნება იმაში, რომ მოთმინება
ყველაზე დიდი უნარია. მოსწავლეებმა იმსჯელეს, რომ მოთმინება / ნებისყოფა არის
ხელოვნება, დროის ორგანიზება და ცოდნა იმისა, რომ თუ რომელი მოქმედება სჯობს,
რომელი მოქმედებაა სამართლია. იგი არის, როგორც აქტიური, ასევე პასიური. მოსწავლეებმა
გაიხსენეს მაგალითები, სადაც მათ მოთმინების უნარი დაეხმარათ წარმატების
მითწევაში. მოწავლეემა ინტერნეტში მოიძიეს ცნობილი ადამიანებს ფრაზები
მოთმინებასთან დაკავშირებით.
"ორი ყველაზე ძლიერი მეომარი არის მოთმინება და დრო."
- ლევ ტოლსტოი
"მოთმინება სიბრძნის თანამგზავრია".
- წმინდა ავგუსტინე
"ადამიანი,
რომელიც მოთმინების ოსტატია,
ყველაფრის ოსტატია."
- გიორგი სავილი
„მოთმინების ერთ წამს შეუძლია თავიდან აიცილოს დიდი კატასტროფა.
მოუთმენლობის მომენტმა შეიძლება მთელი ცხოვრება გაანადგუროს.
”- ჩინური ანდაზა
"მოთმინება იმედის ხელოვნებაა."
- ლუკ დე კლაპიერსი
"ერთი წუთი მოთმინება,
ათი წელი მშვიდობა."
- ბერძნული ანდაზა
"მოთმინება სამოთხის გასაღებია."
- თურქული ანდაზა
„ვერავინ იქნება ბრძენი, თუ არ იქნება მომთმენი.“ -
ფრანსის ბეკონი
"რწმენის მთავარი ნაწილი მოთმინებაა."
- ჯორჯ მაკდონალდი
„წერა კარგია,
ფიქრი უკეთესი.
სიბრძნე კარგია,
მოთმინება უკეთესია.
– ჰერმან ჰესე
"მოთმინება და გამძლეობა იპყრობს ყველაფერს."
- რალფ უოლდო ემერსონი
შედეგი: პირადი მაგალითებისა განხილვისა და ბრძნული
ფრაზების მოძიების შემდეგ, ბავშვები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მოთმინებისა და
კარგი ნებისყოფის გარეშე ადამიანობა არაფერია. მოძიებული ფრაზებიდან აიჩიეს ერთი,
რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ. „ვერავინ იქნება ბრძენი, თუ არ იქნება მომთმენი.“
- ფრანსის ბეკონი
No comments:
Post a Comment