მშობელთა კრების ოქმები 2021-2022 წ.

 

 

მშობელთა კრების ოქმი N 1

 

თარიღი:   17.09.2021 წ.

მშობელთა რაოდენობა: 4

მიზანი: ახალი სასწავლო წლის მიზნების გაცნობა. სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფა. გაცდენა-დაგვიანებაზე კონტროლი.

შეხვედრის შედეგი: 

2021 წლის 17 სექტემბერს ჩავატარე მშობელთა კრება. კრებას ესწრებოდა ოთხივე მშობელი. განვიხილეთ ახალი სასწავლო წლის მიზნები და ამოცანები. მშობლებს გავაცანი  ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ვალებულებები და მშობელთა ჩართულობის აუცილებლობა.

ყველა მშობელმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ითანამშრომლებენ სკოლასთან, არ დაუშვებენ საკუთარი შვილის მიერ სკოლის უმიზეზოდ გაცდენას და გაკვეთილებზე დაგვიანებას. ისინი მუდმივ კონტაქტში იქნებიან კლასის დამრიგებელთან.


                                                                       17.09.2021 წ.

                                                                       კლასის ხელმძღვანელი: მ. მარგველაშვილი


 მშობელთა კრების  ოქმი N 2

 

ჩატარების თარიღი:  15.11.2021 წ.

მშობელთა რაოდენობა:  4

მიზანი:  მოსწავლეთა ქცევის წესებისა და მიმდინარე შედეგების გაცნობა.

შეხვედრის შედეგი: 

20121 წლის 15 ნოემბერს  ჩავატარე მშობელთა კრება. კრებას ესწრებოდა ყველა მშობელი. ვისაუბრეთ კლასის ზოგად პრობლემაზე, რომელიც ეხებოდა მოსწავლეთა ქცევის წესებსა და მომდინარე შედეგებს. შემდეგ კი თითოეულიმოსწავლის მშობელს  გავესაუბრე ინდივიდუალურად და ვისაუბრეთ  მოსწავლის მიმდინარე შედეგებზე. გაკეთდა აქცენტი გაცდენებსა და დაგვიანებებზე.

მშობელი ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ ამ ბავშვების ასაკიდან გამომდინარე დიდია მავნე ჩვევების დამკვიდრების რისკი.

 შეჯამებისას კი, იმის გათვალისწინებით, რომ დიდია მშობლის როლი შვილებთან მიმართებაში, მათ აიღეს ვალდებულება აქტიურად ითანამშრომლონ ჩვენთან რათა მივაღწიოთ და შედეგი თვალსაჩინო გავხადოთ.

 

                                                                                       15.11.2021წ.

                                                                                       კლასის ხელმძღვანელი: მ. მარგველაშვილი


მშობელთა კრების  ოქმი N 3

 

თარიღი:  24.12.2021 წ.

მშობელთა რაოდენობა: 4

მიზანი:  პირველი სემესტრის შედეგების გაცნობა

შეხვედრის შედეგი:

2021  წლის 24 დეკემბერს ჩავატარე მშობელთა კრება. კრებას ესწრებოდა ყველა მშობელი.

გავაცანი მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება პირველი სემესტრის ბოლოსათვის. კლასში სიტუაცია არის დადებითი.

ბავშვებმა  აჩვენეს კარგი შედეგი, მაგრამ არა ის რასაც მოველოდით. მათ ბოლომდე ვერ  გამოავლინეს  თავიანთი შესაძლებლობები.

კლასში არ არის უმიზეზოდ გაცდენა დაგვიანება. კლასის ყველა მოსწავლე სანიმუშო ყოფაქცევისაა.

მშობლებს ინდივიდუალურად გავესაუბრე  საკუთარი შვილზე და გავაცანი დეტალურად  შედეგები.

მშობლები შეთანხმდენ, რომ აუცილებლად შეეცდებოდნენ კრებაზე მოსმენის გამოსწორებას.

 

 

                                                                                  24.12.2021 წ.

                                                                                   კლასის ხელმძღვანელი: მ. მარგველაშვილი


მშობელთა კრების  ოქმი N 4

 

ჩატარების თარიღი:  24.03.2022 წ.

მშობელთა რაოდენობა:  4

მიზანი:  მოსწავლეთა ქცევის წესებისა და მიმდინარე შედეგების გაცნობა.

შეხვედრის შედეგი: 

2022 წლის 24 მარტს  ჩავატარე მშობელთა კრება. კრებას ესწრებოდა ყველა მშობელი. ვისაუბრეთ კლასის ზოგად პრობლემაზე, რომელიც ეხებოდა მოსწავლეთა ქცევის წესებსა და მომდინარე შედეგებს. შემდეგ კი თითოეული მოსწავლის მშობელს  გავესაუბრე ინდივიდუალურად და ვისაუბრეთ  მოსწავლის მიმდინარე შედეგებზე. გაკეთდა აქცენტი გაცდენებსა და დაგვიანებებზე.

კრებაზე აღინიშნა, რომ წინა შემესტრთან შედარებით ბევრად გაუმჯობესდა მოსწავლეთა ქცევის წესები, ასევე ბევრად უკეთესი და მაღალი შედეგები ფიქსირდებოდა.

                                                                                                     

                                                                                     24.03.2022 წ.

                                                                                   კლასის ხელმძღვანელი: მ. მარგველაშვილი

                                             

                                             მშობელთა კრების  ოქმი N 5

 

თარიღი:  14.06.2022 წ.

მშობელთა რაოდენობა: 4

მიზანი:  მეორე სემესტრის შედეგების გაცნობა და ექსკურსიის დაგეგმვა

შეხვედრის შედეგი:

2022  წლის 14 ივნისს ჩავატარე მშობელთა კრება. კრებას ესწრებოდა ყველა მშობელი.

ყველა მშობელს ინდივიდუალრურად გავაცანი თავიანთი შვილის   შედეგები და  აკადემიური მოსწრება მეორე სემესტრის ბოლოსათვის. კლასში სიტუაცია შეფასდა დადებითად. 

ბავშვებმა  აჩვენეს საკმაოდ მაღალი შედეგი.

კლასში არ იყო უმიზეზოდ გაცდენა - დაგვიანება. კლასის ყველა მოსწავლე სანიმუშო ყოფაქცევისაა.

შემდეგ კი ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, თუ სად უნდა წაგვეყვანა ბავშვები ექსკურსიაზე და შევთანხმდით დეტალებზე.

 

                                                                                  14.06.2022 წ.

                                                                                   კლასის ხელმძღვანელი: მ. მარგველაშვილი

 

No comments:

Post a Comment