მშობელთა კრების ოქმი N 1
თარიღი: 15.09.2022 წ.
მშობელთა რაოდენობა: 4
მიზანი: ახალი სასწავლო წლის მიზნების და
მოსალოდნელი შედეგების გაცნობა. დამატებული ახალი საგნების გაცნობა. სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფა. გაცდენებისა და დაგვიანებების
კონტროლი.
შეხვედრის შედეგი:
2022 წლის 15 სექტემბერს ჩავატარე მშობელთა კრება.
კრებას ესწრებოდა ოთხივე მშობელი. განვიხილეთ ახალი სასწავლო წლის მიზნები და
ამოცანები, და ამასთან დაკავშირებული მოსალოდნელი შედეგები. მშობლებს
გავაცანი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული
ვალებულებები და, ასევე მშობელთა ჩართულობის აუცილებლობა.
თითოეულმა მშობელმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ
ითანამშრომლებენ სკოლასთან, არ დაუშვებენ საკუთარი შვილის მიერ სკოლის უმიზეზოდ
გაცდენას და გაკვეთილებზე დაგვიანებას. ისინი მუდმივ კონტაქტში იქნებიან კლასის
დამრიგებელთან.
15.09.2022 წ.
კლასის ხელმძღვანელი: მ. მარგველაშვილი
მშობელთა კრების
ოქმი N 2
ჩატარების თარიღი: 07.10.2022 წ.
მშობელთა რაოდენობა: 4
მიზანი: მოსწავლეთა პიკნიკზე წაყვანა და ისტორიული
ადგილის გაცნობა.
შეხვედრის შედეგი:
2022 წლის 10 ოქტომბერს ჩავატარე მშობელთა
კრება. კრებას ესწრებოდა ყველა მშობელი. ვისაუბრეთ კლასის პიკნიკზე წაყვანისა და ისტორიული ადგილის
გაცნობის შესახებ. რადგან ბავშვების ამგვარად წახალისება და გარემოს გამოცვლა მნიშვნელოვანია
ბავშვების მოტივაციის ამაღლებისათვის, როგორც სწავლის, ასევე აკადემიური
მოსწრებისათვის.
თითოეული ბავშვის მშობელმა გამოხატა აზრი ამ
საკითხთან დაკავშირებით, რომ არა მარტო მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელიც კი
არის.
გადაწყდა,
რომ პიკნიკზე წამოვიდოდა ყველა ბავშვი და თითოეულის ბავშვის მშობელი, რომ ყველა
თანაბრად გადავინაწილებდით დაკისრებულ მოვალეობას და პასუხისმგებლობას.
07.10.2022
წ.
კლასის
ხელმძღვანელი: მ. მარგველაშვილი
მშობელთა კრების
ოქმი N 3
ჩატარების თარიღი: 14.11.2022 წ.
მშობელთა რაოდენობა: 4
მიზანი: მოსწავლეთა ქცევის წესების, აკადემიური
მოსწრებისა და მიმდინარე შედეგების გაცნობა.
შეხვედრის შედეგი:
2022 წლის 14 ნოემბერს ჩავატარე მშობელთა
კრება. კრებას ესწრებოდა ოთხივე მშობელი. ვისაუბრეთ კლასის ზოგად პრობლემაზე,
რომელიც ეხებოდა მოსწავლეთა ქცევის წესებსა, აკადემიურ მოსწრებისა და მომდინარე
შედეგებს. შემდეგ კი თითოეული მოსწავლის მშობელს
გავესაუბრე ინდივიდუალურად და ვაცნობე
მოსწავლის მიმდინარე შედეგები. გაკეთდა აქცენტი გაცდენებსა და
დაგვიანებებზე.
მშობელი ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ ამ ბავშვების
ასაკიდან გამომდინარე დიდია მავნე ჩვევების დამკვიდრების რისკი.
შეჯამებისას კი, იმის გათვალისწინებით, რომ
დიდია მშობლის როლი შვილებთან მიმართებაში, მათ აიღეს ვალდებულება აქტიურად
ითანამშრომლონ ჩვენთან რათა მივაღწიოთ და შედეგი თვალსაჩინო გავხადოთ.
14.11.2022 წ.
კლასის
ხელმძღვანელი: მ. მარგველაშვილი
No comments:
Post a Comment