კლასის საათის გეგმა 2021-2022 წ.

 

 

დამრიგებლის მიერ მე-6 კლასთან ჩასატარებელი კლასის საათის თემატიკა 2021-2022 სასწავლო წელი

 

თვე

სასაუბრო  თემა

მიზანი

კომენტარი

სექტემბერი

დღის რეჟიმი, მისი ორგანიზება / რამდენად ხშირად ვამბობთ ფრაზას - „დრო არ მაქვს“ / რა საქმიანობაა ისეთი, რისთვისაც დრო არ გვრჩება? /

მოსწავლის მიერ დღის რეჟიმის შედგენა და დარწმუნება, რომ თუ დროს სწორად გადავანაწლებთ - დროის არქონის შეგრძნება არ დაგვეუფლება და ყველაფერს მოვასწრებთ.

ოქტომბერი

ცხოვრების ჯანსაღი წესი / რა არის საჭირო იმისთვის რომ თავი მხნედ ვიგრძნოთ?

მჯელობა და მოსწვლის დარწმუნება იმაში, რომ დილის ვარჯიშებისა და სხვადასხვა აქტივობების გარდა, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ჯანსაღი კვება და დილით საკვების მიღება.

ნოემბერი

სწავლის აუცილებლობა  /როგორ ვსწავლობთ?

როგორ ვისწავლოთ უკეთ?

მოსწავლის დარწმუნება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია სწავლა, რომ მიზანს მივაღწიოთ.

ნოემბერი

გამეორება ცოდნის დედაა / რატომ ვივიწყებთ დამახსოვრებულ მასალას, მოვლენებს, ფაქტებს?

მოსწავლის დარწმუნება იმაში, რომ გამეორება აუცილებელია, რომ ნასწავლი მნიშვნელოვანი ისტორიები, თარიღები და მომენტები, რაც აუცილებელია და ნებისმიერ პროფესიას შეიძლება დაუკავშირდეს არ დაგვავვიწყდეს.

დეკემბერი

ჩემი მიზანი / რა არის მიზანი და რა მიზანი მაქვს?

გაცნობიერება იმ აზრის, რომ ყველა ადამიანს ბავშვობიდან უნდა ჰქონდეს საკუთარი მიზანი და იშრომოს მისაღწევად.

დეკემბერი

მსგავსება და განსხვავება / მეგობრობა. კავშირი  სიყვარულსა და მეგობრობას შორის.

დისკუსია, მსგავსება და განსხვავება ამ ორ გრძნობას შორის.

იანვარი

მოთმენა / ნებისყოფა / რას ნიშნავს მოთმინება? რაში ეხმარება ადამიანს მოთმინების უნარი?

მსჯელობა და მოსწავლეების დარწმუნება იმაში, რომ მოთმინება ყველაზე დიდი უნარია. „ვერავინ იქნება ბრძენი, თუ არ იქნება  მოთმთმენი“. 

თებერვალი

სამართლიანობა /რას ნიშნავს სიტყვა სამართლიანობა. რამდენად სამართლიანები ვართ? რამდენად სამართლიანად ვექცევით ჩვენს გარშემო მყოფებს?

მსჯელობა სამართლიანობასა და უსამართლობას შორის. მოსწავლეთა დარწმუნება თუ რამდენად საჭიროა დაემორჩილო წესებსა და კანონებს, რომ სამართლიანები ვიყოთ და უსამართლობა თავიდან ავირიდოთ. 

მარტი

პატივისცემა / სიტყვა პაივისცემის მნიშვნელობა. რა არის საჭირო იმისთვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ? რატომ უნდა ვცეთ პატივი სხვის აზრს?

მოსწავლეთა დარწმუნება იმაში, რომ თუ ადამიანი საკუთარ თავს არ აფასებს, ის კარგავს სხვების პატივისცემას. და, რომ საჭიროა ჯერ საკუთარი თავის დაფასება და პატივისცემა, რათა შემდეგ სხვები დავაფასოთ.

აპრილი

წონასწორობა/ აზრის გამოთქმა თუ როგორ ესმით ეს სიტყვა?

მაგალითებზე დაყრდნობით, მოსწავლეთა მიყვანა იმ დასკვნამდე, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის უნდა ვიყოთ გაწონასწორებულები და არასოდეს დავკარგოთ წონასწორობა.

მაისი

ბავშვთა უფლებები / რას ნიშნავს ბავშთა უფლებები და რაში გამოიხატება?

მინი ლექცია მცირედი ისტორიებით. ბავშვთა უფლებების კონვენციის გაცნობა.

მაისი

უცენზურო ლექსიკა / რას გრძნობთ როდესაც გესმით მსგავსი სიტყვები? რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ადამიანებმა არ გამოიყენონ მსგავსი უცენზურო სიტყვები?

მოსწავლეთ დარწმუნება, რომ უცენზურო ლექსიკის გამოყენება არ შეიძლება და თუ რომელიმე ბავშვი იტყვის მსგავს სიტყვებს, მშიდად მეგობრულად აუხსნან, რომ არ შეიძლება.

ივნისი

სასწავლო წლის შეჯამება

განვლილი წლის შეჯამება და ყველა იმ მასალის გამეორება და რაც კი კლასის საათის განმავლობაში იქნა განხილული.

 მე-6 კლასის დამრიგებელი: მარეხ მარგველაშვილი

 

No comments:

Post a Comment